როგორ გეხმარებათ Bosch-ის ჭურჭლის სარეცხი მანქანები უფრო მეტი პასუხისმგებლობით მოქმედებაში?
რამ შეიძლება შთაგაგონოთ არჩევანის გაკეთება, საზღვრების გადალახვა და დადებითი გავლენის მოხდენა?
Bosch-ისთვის და მათთვის, ვინც ეხმიანება ჩვენს მისიას, პლანეტაზე ზრუნვა ვალდებულებას წარმოადგენს. ჩვენ გვწამს, რომ უნდა ვიმოქმედოთ პასუხისმგებლობით და ყოველდღე განვახორციელოთ პოზიტიური ცვლილებები ჩვენი მაღალი ხარისხის გამძლე ტექნიკით, რომელიც ცხოვრებას გაგიადვილებთ .
ასე რომ, თუ ზრუნავ მდგრად მომავალზე
იზრუნე როგორც ბოში.
წყალი ჩვენი პლანეტის სიცოცხლის წყაროა. წყალზე ზრუნვა პასუხისმგებლობით აღსავსე ცხოვრების განუყოფელი ნაწილია. დღესდღეობით, წყლის დეფიციტი არის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ეკოლოგიური პრობლემა, რომლის წინაშეც ვდგავართ და ის დაუყოვნებლივ მოითხოვს ჩვენგან მოქმედებას.
მაგრამ საიდან უნდა დავიწყოთ? თქვენი ყოველდღიური რუტინის შეცვლა, როგორიცაა ჭურჭლის რეცხვა, შეიძლება იყოს ეფექტური პირველი ნაბიჯი. ხელით რეცხვა არა მხოლოდ დიდ ძალისხმევასა და დროს მოითხოვს, არამედ ასევე უზარმაზარი რაოდენობის წყალსაც საჭიროებს. Bosch-ის ჭურჭლის სარეცხი მანქანები ერთი ციკლის განმავლობაში ზოგავს 150 ლიტრამდე წყალს.*
დაიცავით ჩვენი ცხოვრების ყველაზე მნიშვნელოვანი რესურსი…
იზრუნე წყალზე როგორც ბოში.
წყალი ჩვენი პლანეტის სიცოცხლის წყაროა. წყალზე ზრუნვა პასუხისმგებლობით აღსავსე ცხოვრების განუყოფელი ნაწილია. დღესდღეობით, წყლის დეფიციტი არის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ეკოლოგიური პრობლემა, რომლის წინაშეც ვდგავართ და ის დაუყოვნებლივ მოითხოვს ჩვენგან მოქმედებას.
მაგრამ საიდან უნდა დავიწყოთ? თქვენი ყოველდღიური რუტინის შეცვლა, როგორიცაა ჭურჭლის რეცხვა, შეიძლება იყოს ეფექტური პირველი ნაბიჯი. ხელით რეცხვა არა მხოლოდ დიდ ძალისხმევასა და დროს მოითხოვს, არამედ ასევე უზარმაზარი რაოდენობის წყალსაც საჭიროებს. Bosch-ის ჭურჭლის სარეცხი მანქანები ერთი ციკლის განმავლობაში ზოგავს 150 ლიტრამდე წყალს.*
დაიცავით ჩვენი ცხოვრების ყველაზე მნიშვნელოვანი რესურსი…
იზრუნე წყალზე როგორც ბოში.
გარემოსდაცვითი პასუხისმგებლობის განსახორციელებლად, ელექტროენერგიის მოხმარება მთავარ განსახილველ საკითხს წარმოადგენს. Bosch-ის ჭურჭლის სარეცხი მანქანები უფრო ნაკლებ ელექტროენერგიას მოიხმარენ, ვიდრე წყლის გამაცხელებელი ქვაბი, რომელიც გამოიყენება ხელით რეცხვის დროს. Bosch-ის ჭურჭლის სარეცხი მანქანის გამოყენებით, თქვენ მოიხმართ 3-ჯერ ნაკლებ ელექტროენერგიას ხელით რეცხვასთან შედარებით.**
დახარჯეთ ნაკლები რესურსი…
იზრუნე ენერგიის მოხმარებაზე, როგორც ბოში.
რა არის დროზე უფრო ძვირფასი? განსაკუთრებით იმ დროზე, რომელსაც ვატარებთ საყვარელ ადამიანებთან ერთად, ჩვენ ვაფასებთ თითოეულ ამ სრულყოფილ მომენტს. შრომატევადი საყოფაცხოვრებო საქმეები, როგორიცაა ხელით რეცხვა, ხელს არ უნდა გვიშლიდეს ამაში.
Bosch-ის ჭურჭლის სარეცხი მანქანები ზოგავს 1,5 საათამდე ერთ ციკლზე****, რაც გაძლევთ შესაძლებლობას ეს დრო ხარისხიანად გაატაროთ თქვენს საყვარელ ადამიანებთან ერთად.
მეტი ხარისხიანი დრო დაუთმეთ თქვენს ოჯახს და საკუთარ თავს…
გაუფრთხილდი ოჯახისთვის განკუთვნილ დროს როგორც ბოში.
Bosch-ის ჭურჭლის სარეცხი მანქანები გეხმარებათ, რომ უფრო მეტი პასუხისმგებლობით იმოქმედოთ ყოველდღე და იზრუნოთ იმაზე, რაც ნამდვილად მნიშვნელოვანია.
იზრუნე როგორც ბოში.
*ხელით რეცხვასთან შედარებით, დაახლოებით 150 ლიტრი წყლის დაზოგვა ერთ ციკლზე ავტომატურ სარეცხის მანქანებში, რომელიც ეფუძნება საშუალოდ 10 ლიტრი წყლის მოხმარებას და წყლის მოხმარების შაბლონებს სხვადასხვა ქვეყანაში, დამოუკიდებელი ორგანოს „პეტრა ბერჰოლცისა და სხვების“ მიერ მომზადებული ანგარიშიდან "ხელით რეცხვის ჩვევების ლაბორატორიული კვლევა-დისერტაცია", ბონის უნივერსიტეტი, „მომხმარებელთა კვლევის საერთაშორისო ჟურნალი“ (2016) (გვ.48). წყლის დაზოგვის რეალური მაჩვენებლები შეიძლება განსხვავდებოდეს ქვეყანაში წყლის მოხმარების ინდივიდუალური ნიმუშების მიხედვით.
*ხელით რეცხვასთან შედარებით, დაახლოებით 3-ჯერ მეტი ელექტროენერგიის დაზოგვა ეფუძნება საშუალოდ 0,84 კვტ/სთ ენერგიის მოხმარებას D კლასის ჭურჭლის სარეცხი მანქანის ერთ ციკლზე და ენერგიის მოხმარების შაბლონებს სხვადასხვა ქვეყანაში, დამოუკიდებელი ორგანოს „პეტრა ბერჰოლცისა და სხვების“ მიერ მომზადებული ანგარიშიდან "ხელით რეცხვის ჩვევების ლაბორატორიული კვლევა-დისერტაცია", ბონის უნივერსიტეტი, „მომხმარებელთა კვლევის საერთაშორისო ჟურნალი“ (2016). ელექტროენერგიის დაზოგვის რეალური მაჩვენებლები შეიძლება განსხვავდებოდეს ქვეყანაში ენერგიის მოხმარების ინდივიდუალური ნიმუშების მიხედვით.
*1.5 საათამდე დროის დაზოგვა გამოთვლილია დამოუკიდებელი ორგანოს „პეტრა ბერჰოლცისა და სხვების“ მოხსენებებიდან/სტატიებიდან „ჭურჭლის ხელით რეცხვის ჩვევების ლაბორატორიული გამოკვლევა_დისერტაცია“ აღებული მონაცემების საფუძველზე, ბონის უნივერსიტეტი, „მომხმარებელთა კვლევის საერთაშორისო ჟურნალი“ (2016) და „ხელით რეცხვის ჩვევები და ტექნიკა ევროპაში“ (2007). დროის დაზოგვის რეალური მაჩვენებლები შეიძლება განსხვავდებოდეს ჭურჭლის რეცხვის ინდივიდუალური ჩვევების მიხედვით
*ინტეგრაციული ჰიგიენისა და ვირუსოლოგიის ინსტიტუტის მიერ ჩატარებული ტესტების მიხედვით, რომლებიც დაკავშირებულია გარსით დაფარული და დაუფარავი ვირუსებისა (მაგ., Murine Parvo MVM, Corona, Influenza, Noro) და ბაქტერიების (Enterococcus faecium) მოშორებასთან, ტესტირებულ პროგრამებში რეცხვისას ტემპერატურის 70 ° C-მდე გაზრდით.